ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დანკინ დონატსი საქართველოში გაყიდვების 28%-იან ზრდაზე აცხადებს
5 აპრილი, 2018, 12:29
დანკინ დონატსი საქართველოში გაყიდვების 28%-იან ზრდაზე აცხადებს

თბილისი (GBC) - დანკინ დონატსი საქართველოში გაყიდვების 28%-იან ზრდასა და გაფართოების გეგმაზე აცხადებს.

სწრაფი კვების ამერიკული ბრენდის რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში გაიხსნა. “დანკინ დონატსის“ ფრანჩაიზის მფლობელი  „ვისოლ ჯგუფი“ 2018 წლის ბოლომდე კიდევ 3 რესტორანს გახსნის.

„ჩვენს ქვეყანაში სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდის სწრაფი ტემპები, საერთაშორისო რეისების მატება და ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციები ამ კუთხით. ამ ყველაფერს ადგილობრივი ბიზნესი პასუხობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით და ჩვენი ახალი რესტორანიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 2017 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კომპანიაში, გაყიდვების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა თითქმის 28%, რაც სტიმულს გვაძლევს კიდევ გავაფართოვოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში“, - აცხადებს „დანკინ დონატსის“  გენერალური დირექტორი  კოსნტანტინ კარსილიდისი.

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 70 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები