| USD | 2.6121 |
| EUR | 3.0465 |
| GBP | 3.5598 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის აგვისტოს გამოკითხვით შედეგად,
ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. კერძოდ მოიმატა
რესპოდენტთა რაოდენობა,რომლებიც 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს.
ამავე გამოკითხვის
მიხედვით, წინა
თვესთან შედარებით
სამწლიან პერიოდზე
ინფლაციური მოლოდინები
მცირედით გაიზარდა.
მომატებულია იმ
მონაწილეთა რაოდენობა,
რომლებიც საშუალოდ
მომდევნო სამი
წლის მანძილზე
უმეტესად ფასების
8%-ზე მეტად
ზრდას ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ
პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების
ცვლილების მოლოდინი
1 წლიან პერიოდში
გაზრდილია. კერძოდ,
წინა თვესთან
შედარებით მომატებულია
იმ რესპოდენტთა
რაოდენობა, რომლებიც
ფასებს 8%-ზე
მეტად გაზრდას
ვარაუდობენ. მეორე
მხრივ, მოიმატა
იმ რესპოდენტთა
რაოდენობამ, რომლებიც
ფასების 0%-2%-იან ინტერვალში
ზრდას ფიქრობენ.
ამავე
გამოკითხვის მიხედვით,
წინა თვესთან
შედარებით მოლოდინები
ხელფასების ცვლილებაზე
გაზრდილია 10%-20%-ების ფარგლებში.
თვიურად არ
შეცვლილა იმ
რესპოდენტთა წილი,
რომლებიც ხელფასების
ზრდას 30%-ზე მეტად
ფიქრობენ. ამავე
დროს გაიზარდა
იმ რესპოდენტთა
რაოდენობა, რომლებიც
ხელფასების კლებას
(-10%-0%) მოელიან.
გამოკითხულთა აზრით, კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მიმდინარე თვეში წინა თვესთან შედარებით მცირედითაა დაკლებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss