| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების გამო ოლეგ დერიპასკას ქონება რამდენიმე საათში 960 მლნ დოლარით შემცირდა.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებას დერიპასკას კომპანიების EN+ Group -ის და UC Rusal -ის აქციები 10-20%-ით გაუფასურდა.
თავად რუსი მილიარდერი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის მიზეზს "სასაცილოს და აბსურდულს" უწოდებს, - წერს RBC.
სააგენტო ТАСС -თან დერიპასკამ თქვა, რომ აპირებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას, რის შემდეგ, მომავალ კვირაში გააკეთებს ვრცელ კომენტარს.
Forbes -ის ცნობით, აშშ-ს სანქციების გამო, პარასკევს 7 რუსი მილიარდერის ქონება ჯამურად, 1.25 მილიარდით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მოქალაქეებს და ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ამ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ პირებთან და კომპანიებთან რაიმე სახის კომერციული ურთიერთობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss