| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მე მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო, - პასუხობს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის შეფასებას, რომ მთავრობამ ჭარბვალიანობასთან ბრძოლისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმა სებ-ში ხელმძღვანელობის ცვლილებამდე ვერ დაიწყო.
ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის ასახვა თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე.
„სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, მთავარი კითხვები, რომლებიც უნდა დაისვა არის - რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკურ ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეზე ასახვა, რატომ ვერ ხერხდება, რომ საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით იზრდება და რატომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლებზეც უნდა იქნას პასუხები გაცემული და ამ კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა სხვა კითხვები ცხადია, დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა აისახოს დადებითად თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და მათ ჯიბეზე', - ციტირებს ქადაგიძეს BM.ge.
ქადაგიძემ ისიც აღნიშნა, რომ "ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss