| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2018 წლის 3 თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვები 15,1%-ით გაიზარდა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
2018 წელს ფოთის პორტში 82,039 TEU კონტეინერი გადამუშავდა, 2018 წელს გადამუშავებული კონტეინერებიდან 13,1% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოვიდა საქართველოში.
ფოთის პორტში ტვირთების 37,1% იმპორტზე მოდის, 20,15% ექპორტზე, ხოლო ტვირთების 40,8%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში (25%), სომხეთსა (19%) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (14%).
აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 3 თვის განმავლობაში, ფოთის პორტში ოპერაციების შეწყვეტის დღეების რაოდენობა 53%-ით შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის გასაძლიერებლად და უკეთესი სერვისის მისაწოდებლად ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
-2018 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბუქსირე მომსახურების განახორციელება დაიწყო კომპანია Svitzer-მა, რომელიც სპეციალიზებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით.
-ფოთის ნავსადგურს დაემატა უფრო მძლავრი და მანევრირებადი ორი ASD ბუქსირი “SIMSON” და ‘’PORTGARTH“.
-ბუქსირების კაპიტნებს და სალოცმანო სამსახურის წარმომადგენლებს, შვედეთის ქალაქ გოტენბურგში, ჩაუტარდათ ASD ტიპის ბუქსირების მანევრირების ტრენინგი სიმულატორების გამოყენებით. გარდა ამისა, ეკიპაჟის ყველა წევრისთვის ტრენინგები ამ დრომდე მიმდინარეობს.
-ფოთის პორტმა შეიძინა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სალოცმანო კატარღა.
ფოთის ნავსადგურს მნიშვნელოვანი და სტრატეგიური ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და კავკასიის დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. იგი ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში, ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული.
სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება საპორტო ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss