ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სააგენტოს აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით  ექსპორტის მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი იწყება
18 აპრილი, 2018, 14:05
სააგენტოს აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით  ექსპორტის მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი იწყება

თბილისი (GBC) -  სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”მხარდაჭერით  ექსპორტის მენეჯერებისთვის სასერტიფიკატო კურსი იწყება.

სააგენტოს ინიციატივით  და საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის სკოლის მხარდაჭერით,  ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

კურსის პირველი ეტაპი 7 მაისს დაიწყება, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს.

სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ამასთანავე, განახლებული კურსი ითვალისწინებს ორი ახალი მოდულის: ელექტრონული კომერციისა და ბრენდინგის დამატებას, რომლებიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის.

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მართვის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს - „Certified Export Manager.“

„ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)“, - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ - როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 75%-ს დაუფინანსებს. 

კურსის ღირებულება შეადგენს 680 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების შედეგად, მონაწილეებისთვის გადასახდელი თანხა 170 ლარი იქნება. 

სარეგისტრაციო ფორმა: 
https://docs.google.com/forms/d/1Slct3bMJyPhSgYsNHgxjwxKHoU1SWWkRQHDRu7icv5Y/edit

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები