ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართული გვარები  რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში  
19 აპრილი, 2018, 12:30
ქართული გვარები  რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში  

თბილისი (GBC) – Forbes-მა რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი განაახლა.  GBC დაინტერესდა, რეიტინგის წევრი ქართული ფესვების ბიზნესმენებით.

უმდიდრესი რუსი ბიზნესმენის რეიტინგში 3 ქართული ბიზნესმენია,  მათ შორის ყველაზე დიდი ქონება, Forbes-ის შეფასებით 1.6 მილიარდი, ალექსანდრე ჯაფარიძეს აქვს.

ალექსანდრე ჯაფარიძე ყველაზე მდიდარი 2013 წელს იყო, როდესაც 2.3 მილიარდის ქონებას ფლობდა.  ბოლო 1 წელიწადში კი, ის 300 მილიონით გამდიდრდა და ახლა 61-ე ადგილზეა.

ალექსანდრე ჯაფარიძემ ბიზნესი 1992 წელს დაიწყო, ის ამჟამადაც ნავთობის  სფეროში საქმიანობს.

სიაშია ვიაჩესლავ მირილაშვილი, 34 წლის ბიზნესმენი 950 მილიონის ქონებას ფლობს და ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან არ გაზრდილი, შედეგად, ვიაჩესლავი 1 მილიარდიან ნიშნულს, Forbes -ის შეფასებით, ისევ ვერ გადასცდა.

90-იან წლებში, პეტერბურგელი სათამაშო ბიზნესის მაგნატის, მიხეილ მირილაშვილის ვაჟი სოციალური ქსელ «ВКонтакте» -ს თანადამფუძნებელია. 2013 წელს კომპანიის 40%  700 მლნ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხა კი, ისრაელში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ჩადო. მირილაშვილები წარმოშობით სამტრედიის რაიონის სოფელ კულიდან არიან. სოფელი ე.წ „ქართველი ებრაელების“ დასახლებაა.

132 - ადგილზეა დავით იაკობაშვილი, თუმცა შემცირებული ქონებით. 61 წლის იაკობაშვილის ქონება 100 მილიონით 800 მილიონამდეა შემცირებული.

61 წლის დავით იაკობაშვილი 800 მილიონამდე შემცირებული ქონებით რეიტინგში 132 - ე ადგილზეა.

იაკობაშვილი  ფლობს Petrocas Energy Group- ის 51% (49% ეკუთვნის როსნეფტს), ასევე არის „გალფის“ ქსელის მფლობელი საქართველოში; ფლობს ავტოგასამართ სადგურებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. მის აქტივებს შორისაა ფოთის ნავთობტერმინალი, ჰოლდინგი „ბიოენერგია“ და უძრავი ქონება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები