ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
19 აპრილი, 2018, 15:59
Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (GBC) - მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, კომპანია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციით კმაყოფილია და მიესალმება იმ განვითარების დინამიკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

 „ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და დღეს ძალიან კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით. ჩვენ არაერთი ბიზნესი მოვიზიდეთ. ასევე შემოგვყავს მსხვილი იაპონური კომპანია. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა“, - განაცხადა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი პრემიუმკლასის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობაში თბილისში Gebrüder Weiss-მა 10 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სახმელეთო ტრანსპორტირება, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა, ლოგისტიკა და სხვა. Gebrüder Weiss-ს, რომლის გლობალური ქსელი მსოფლიოს 28 ქვეყანაში 150 ფილიალს აერთიანებს, 7 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები