| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსის ქსელში 25%-მდე ქეშბექის აქცია დაიწყო.
კომპანიის ცნობით, 20 აპრილიდან - 20 მაისის ჩათვლით „თეგეტას“ ფილიალებში ნებისმიერი დასახელების პროდუქტის ან სერვისის მიღებისას 25%-მდე გარანტირებული თანხის დაბრუნებაა შესაძლებელი.
“ ასევე ისარგებლეთ საუკეთესო ფასის შეთავაზებით შემდეგ პროდუქციაზე: საბურავები 59 ლარიდან, აკუმულატორები 85 ლარიდან, ძრავის ზეთები და ფილტრები 5 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდები 20 ლარიდან, ამორტიზატორები 55 ლარიდან, ღვედები 20 ლარიდან და ამასთანავე დაიბრუნეთ 25%-მდე გარანტირებული თანხა. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებენ კომპანიაში.
კლიენტების კომფორტისთვის „თეგეტა“ მათ წინასწარი ჩაწერის სერვისსაც სთავაზობს, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა აქვს დაჯავშნოს ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში შეიძლება მისაღებ დროს ჩაწერა და სასურველი სერვისის სწრაფად მიღება.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ http://reservation.tegetamotors.ge/, ასევე „თეგეტას“ ცხელ ხაზს 0322 26 44 44 მეშვეობით.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 150 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 10 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიაებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss