ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპარტნიორო ფონდის ფინანსური ინფორმაცია გამჭვირვალეა
25 აპრილი, 2018, 12:48
საპარტნიორო ფონდის  ფინანსური ინფორმაცია გამჭვირვალეა

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდი“ ერთერთი პირველია საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან, რომელმაც ფინანსური ანგარიშგება საჯარო გახადა.

 „საპარტნიორო ფონდი“ ფინანსურ ანგარიშგებას ფინანსთა სამინისტროს სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ მართულ ფინანსური ანგარიშგების პორტალის საიტზე (www.reportal.ge) აქვეყნებს.

ფონდის ცნობით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ საკუთარ კანონმდებლობას ევროკავშირის ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის მოთხოვნებს დაუახლოვებდა. ამ მიზნით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ წამომადგენლებმაც მიიღეს.

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 2011 წლიდან დღემდე ხელმისაწვდომია აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები. ფონდი  აქტიურად ჩაერთო რეფორმის შედეგად დაწყებულ პროცესში, რაც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების ნდობას „საპარტნიორო ფონდის“ მიმართ.

ქვეყანაში ფინანსური ინფორმაციის საჯაროობა  საზოგადოების განვითარების ერთერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში არის 72,995 აქტიური კომერციული იურიდიული პირი, აქედან 71,528 შპს, ხოლო 872 სააქციო საზოგადოება.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით საჯაროდ ხელმისაწვდომია 50 სააქციო საზოგადოებისა და 40 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები