ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გუდვილს ახალი ფართის დაქირავება მოუწევს? - კომპანია თიბისის რეაბილიტაციის გეგმის დაცვისკენ მოუწოდებს
27 აპრილი, 2018, 14:35
გუდვილს ახალი ფართის დაქირავება მოუწევს? - კომპანია თიბისის რეაბილიტაციის გეგმის დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისი (GBC) - ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ შესაძლოა დიდ დიღომსა  და ვაკეში არსებული ფართის დატოვება მოუხდეს.
 
კომპანიის ცნობით, ქართული კაპიტალით შემქნილი  ჰიპერმარკეტების პირველი ქსელი კიდევ დგება დიდი საფრთხის წინაშე და ამ საფრთხის წყარო  მომსახურე კომერციული საბანკო დაწესებულებაა.
 
კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, რომ  დღეს „თიბისი ბანკის“ საკუთრებაშია კომერციული ფართები, სადაც „გუდვილის“ ჰიპერმარკეტებია განთავსებული (დიდი დიღომი და ვაკე). ეს ფართები „გუდვილში“ არსებული კრიზისის დროს კომპანიამ ბანკს ვალდებულების ნაწილში გადასცა და დღეისათვის იჯარით აქვს აღებული.
 
„რამდენადაც ირკვევა, „თიბისი ბანკს“ „გუდვილის“ დიდი დიღმის და შემდგომ, სავარაუდოდ, ვაკის ფილიალების ფართების გასხვისება აქვს დაგეგმილი და პრაქტიკულად გადაწყვეტილი და ამას ახორცელებს სს ,,გუდვილთან“ შეუთანხმდებლად, რაც გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ბიზნესში არსებულ მორალურ სტანდარტებს, ასევე ეწინააღმდეგება თავად ,,თიბისი ბანკის“ მიერ დამტკიცებულ რეაბილიტაციის გეგმას და ხელმოწერილ მორიგების ხელშეკრულებას.

რაც მთავარია, „თიბისი ბანკის“ ეს ქმედება პოტენციურად მნიშვნელოვანი ზიანის მომტანიცაა სხვა, არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციის გეგმით გაწერილ თავიანთი ვალდებულებების გასტუმრებას ელოდებიან (ისევ შეგახსენებთ, რომ თავად „თიბისი ბანკმა“, როგორც უზრუნველყოფილმა კრედიტორმა უკვე პირველ რიგში დაიკმაყოფილა საკუთარი მოთხოვნები).

მთავარია ისიც, რომ  ჩვენი ინფორმაციით, და ეს ინფორმაცია საფუძვლიანია, „თიბისი ბანკი“ ამ კომერციული ფართების გასხვისებას გეგმავს „გუდვილის“ კონკურენტ ერთ-ერთი მარკეტების ქსელზე და ამ გარიგებაში, მათ შორის, იკვეთება არა იმდენად საკუთრივ ბანკის, რამდენადაც ბანკთან პირდაპირ დაკავშირებული რამდენიმე პირის ბიზნეს-ინტერესები”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„გუდვილის“ მენეჯმენტის ცნობით, დღემდე არსებული ხელშეკრულებით კი „გუდვილს“ 5+5 წლიანი იჯარა „თიბისი ბანკთან“ 2024 წელს ეწურება.

„ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა რეიდერული ჩანაფიქრი… სამწუხაროდ, „გუდვილის“ მენეჯმენტისთვის მსგავსი სქემებით დაპირისპირება ახალი ხილი არ არის, მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ, ახალ რეალობაში, „თიბისი ბაკისგან“, რომელმაც „გუდვილთან“, თავის დროზე, სამართლებრივთან ერთად, ჯენტლმენური შეთანხმებაც დადო ბიზნესში ურთიერთხელისარშეშლის თაობაზე, ასეთ მიდგომას ნამდვილად არ ველოდით”, - აცხადებს კომპანია და იმედს გამოთქვს, რომ  „ბანკის“ ტოპ-მენეჯმენტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, როგორც ეთიკურ ბიზნესმენებს რეპუტაციული ბიზნესის წესების განუხრელად დამცველებს, მარტივად შეძლებს ამ უსამართლობის შეჩერებას და ბანკის მიმართებას ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნეს-ეთიკის დაცვით წარმართავს მომავალშიც".

,,გუდვილის“ ცნობით, კომპანია წარმატებით ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას. კომპანიამ ბოლო 4 წლის განმავლობაში შეძლო 18 მლნ ლარის ოდენობით უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნის გასტუმრება, იმავდროულად გახსნა ახალი სუპერპმარკეტები ბათუმში და  თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,გალერია“-ში. აფართოებს არსებულ ჰიპერმარკეტს საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე და დაიწყო არაუზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნების გადახდა, რაც უნდა დასრულდეს 2022 წელს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები