| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სასტუმროების ოპერატორი კომპანია Marriott Vacations Worldwide კონკურენტ ILG -ს ყიდულობს.
მხარეებმა შეთანხმებაზე უკვე განაცხადეს. გარიგების ღირებულება 4.7 მილიარდი დოლარია (ქეშის და აქციების სახით), რომელიც შექმნის უმსხვილეს ლაქშერი ბრენდს სასტუმროს ტიპის უძრავ ქონებაში. გარიგება ჯერ კიდევ აქციონერების მხარდაჭერას საჭიროებს.
Bloomberg -ის ცნობით, გარიგება გააერთიანებს ორ ყველაზე მსხვილ კომპანიას, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Marriott, Ritz-Carlton, Westin, Hyatt და Sheraton. კომპანიას ექნება შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს Hilton Grand Vacations Inc (HGV.N) -ს და Bluegreen Vacations Corp (BXG.N)- ს .
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ გარიგება შესაძლებლობას მისცემს Marriott Vacations -ს მომდევნო 2 წლის განმავლობაში ხარჯები 75 მილიონით დაზოგოს.
გაერთიანებული კომპანიის შემოსავალი იქნება 2.9 მილიარდი დოლარი და მას ექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100-ზე მეტი სასტუმრო ობიექტი. კომპანიას ექნება ექსკლუზიური წვდომა Marriott International -ის და Hyatt Hotels -ის ლოიალურ პროგრამებთან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss