| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - BGEO სვანეთში ჰესების მშენებლობას განაახლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სვანეთში მშენებარე ჰესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები და სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე, პოზიციათა გაცვლის შემდეგ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, სვანეთის მოსახლეობა რეგიონში ჰესების მშენებლობას რამდენიმე თვე აპროტესტებდა.
რაც შეეხება ჰესებს : „მესტიაჭალა ჰესი1“-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მეგავატს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ. კვტ. სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია.
ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპებზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი.
"მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2"- ის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ხოლო ინვესტიციის 2/3 უკვე განხორციელებულია. მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss