| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა I კვარტალში მიღებულ მაღალ მოგებაზე განაცხადა.
სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისების მიმწოდებელმა ჯგუფმა იანვარ-მარტში 16 მლნ ლარის მოგება მიიღო, 23%-ით მეტი, გასული წლის 13,1 მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით.
ამონაგები წლიურ ჭრილში 11%-ით, 207,7 მილიონამდეა გაზრდილი. მათ შორის, ჯანდაცვის სერვისებიდან შემოსავალი 10.9%-ით 73.5 მილიონამდე გაიზარდა. მენეჯმენტი მიღწეულით კმაყოფილია სახელმწიფოს მიერ „საყოველთაო დაზღვევის“ პროექტში განხორციელებული ცვლილებების ფონზე.
უფრო კარგ ზრდას აჩვენებს ფარმაცევტული ბიზნესი, სადაც 14% -იანი ზრდაა და 126.9 მლნ აღწევს, რაზეც გავლენა მოახდინა სააფთიაქო ქსელის გაფართოებამ და გაყიდვების ახალმა სტრატეგიამ.
უარყოფითია სამედიცინო დაზღვევის ბიზნესის მაჩვენებლები. I კვარტალში, მოზიდული პრემიების პორტფელში კლებაა 4.7%-ით, 14 მილიონამდე.
ანგარიშში GHG გენერალური დირექტორი ამბობს, რომ განვითარების გზაზე რთული პერიოდის დიდი ნაწილი გადალახულია და კომპანია ელის ყველა ბიზნეს-მიმართულებაში ზრდას, ამასთან მიიჩნევს, რომ არის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss