| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზარზე ლიდერის პოზიცია, უნიკალური ბიზნეს მოდელი, მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალით და გამოცდილი მენეჯმენტის გუნდით - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ჯგუფი სანდო საინვესტიციო შესაძლებლობაა.
ვნახოთ რა წილს ფლობს სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტული სერვისების მიმწოდებელი კომპანია საქართველოში.
I კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ სამედიცინო მომსახურების ბაზარზე 26.4% იკავებს, 3 320 საწოლის მქონე ჰოსპიტალური ქსელით.
ფარმაცევტული ბაზარის 30% აკონტროლებს. აქვს მსხვილი სააფთიაქო ქსელი, რომელიც თვეში 2 მილიონ კლიენტს ემსახურება, მათ შორის ჰყავს ლოიალური კლუბის 500 000 წევრი.
არის სიდიდით მე-2 სამედიცინო დაზღვევის პორტფელის მქონე. აკონტროლებს ბაზრის 27.9%-ს.
აქვს მოსახლეობის ყველაზე ფართო მოცვა, 37 საავადმყოფოს, 17 რაიონული პოლიკლინიკის, 24 ექსპრეს-ამბულატორიული კლინიკის და 256 აფთიაქის მეშვეობით.
შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა I კვარტალში მიღებულ მაღალ მოგებაზე განაცხადა. ჯგუფმა იანვარ-მარტში 16 მლნ ლარის მოგება მიიღო, 23%-ით მეტი, გასული წლის 13,1 მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით.
GHG გენერალური დირექტორი ამბობს, რომ განვითარების გზაზე რთული პერიოდის დიდი ნაწილი გადალახულია და კომპანია ელის ყველა ბიზნეს-მიმართულებაში ზრდას, ამასთან მიიჩნევს, რომ არის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss