| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში H&M-ს დაკვეთების შესრულებას იწყება.
შეკვეთების დამზადება კომპანია „ემჯიემტექსის" საწარმოში მოხდება, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა.
„ემჯიემტექს“-ი ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოა. თავად „ემჯიემტექსი“ კი რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.
საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.
რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას - საწყის ეტაპზე 1 200 000 ლარია, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტირებას აპირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss