| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ბასიანი ჰანტერი“ არის ჯავშანტრანსპორტიორის ახალი იდეა და მომავლის კონცეპტუალური ხედვა, რომლის დიზაინიც დაიბადა საქართველოში.
ახალ დიზაინზე Marketer.ge წერს. ახალი ჯავშანტრანსპორტიორის ავტორი ინდუსტრიული დიზაინერი გიორგი თედორაძეა.
მის მიერ შექმნილი ავტომობილის მთავარი შთაგონება უკვე კარგად ცნობილი „დიდგორი“ გახდა.
„ბასიანი ჰანტერის“ ბორტზე შესაძლებელია 9 ჯარისკაცის განთავსება. მათგან ერთი დისტანციურად მართავს ავტომობილის სახურავზე განთავსებულ ცეცხლსასროლ მოწყობილობას. ინტერიერში მოხვედრა შესაძლებელია როგორც უკანა კარით, ასევე გვერდითა კარებებით. ეს საშუალებას იძლევა აქტიური ცეცხლის დროს ეკიპაჟმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოახდინოს ავტომობილიდან ევაკუაცია.
„ჰანტერი“ აღჭურვილია ორი სტაციონალური და ერთი პანორამული ვიდეო კამერით, რომელთაც აქვთ ღამის ხედვის ფუნქციაც. ასევე ავტომობილის წინა მხარეს გრილის გვერდით განთავსებულია რელიეფის სკანირების კამერა რაც უზრუნველყოფს „ბასიანის“ გადაადგილებას შეზღუდული მხედველობის დროსაც. ამავე სკანერთან ახლოს განთავსებულია ყუმბარმტყორცნი, რომლის მთავარი მიზანია ხელოვნური დაბრკოლების განადგურება და „ჰანტერისთვის“ გზის გახსნა.

ჯავშანტრანსპორტიორის შექმნისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ფსკერს, რადგან ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში ჯავშანმა ეკიპაჟის წევრები უნდა დაიცვას. „ჰანტერის“ ფსკერი V ფორმის და სამ ფენიანი სენდჩვიჩის ტიპისაა. პირველი ხელს უწყობს ნაღმზე აფეთქების დროს ნამსხვრევების ასხლეტვას და გაფანტვას, მეორე კი ნაღმის აფეთქების პირველ ტალღას იღებს და ავტომობილს ტოვებს საბრძოლო მდგომარეობაში.
„ბასიანი“ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ნამუშევარია, შესაბამისად, რთულია ძრავზე საუბარი, თუმცა მისიიდან და ზომებიდან გამომდინარე, 8 ცილინდრიანი ძრავი საკმარისი იქნება კარგი მანევრირებისათვის.
„ბასიანი ჰანტერი“ არის დიზაინერული ჩანაფიქრი, რომელიც გაჩვენებთ, როგორი შეიძლება იყოს ქართული ჯავშანტრანსპორტიორი მომავალში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |





















Facebook
Twitter
Rss