ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PSP ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
1 ივნისი, 2018, 12:06
PSP ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს

თბილისი (GBC) - PSP ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

ტრადიციულად პსპ ბავშთა დაცვის დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

„ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. PSP-ში საბავშვო პროდუქციაზე  ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აქციებია. ბავშვთა კვებაზე, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებებზე მუდმივად სასარგებლო აქციებს ვთავაზობთ, მაგრამ ივნისის თვე ყოველთვის გამორჩეულია. ამჯერად, უპრეცედენტო აქციები გვაქვს: 25%-იანი ფასდაკლება საბავშო ფაფებსა და საფენებზე, კოსმეტიკურ და მოვლის საშუალებებზე; სებამედის და ნუბის 30 ლარის შენაძენზე მომხმარებელი ბავშვთა კვების მითითებულ პროდუქციას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ა.შ.

1 ივნისის აღნიშვნა პსპ-ში ტრადიციად იქცა. ყოველ წელს ვცდილობთ განსხვავებული ღონისძიებები შევთავაზოთ ჩვენს საყვარელ პატარებს. წელს, 1 ივნისს „გარდენ ჰოლში“ მოსულ ყველა პატარას პსპ დაუვიწყარი დროის გატარებას ვპირდებით,“- აცხადებენ PSP-ში. 

თბილისის ცენტრში, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ დღის 2 სთ-დან 6-მდე ყველა ბავშვს PSP ეპატიჟება საინტერესო აქტივობებით და გასართობებით აღსავსე ღონისძიებაზე.  

14 სთ -ზე ღონისძიება გაიხსნება „ექსპერიმენტორიუმის“ აზოტის შოუთი. ჩატარდება ხატვის, სიმღერის, ცეკვის კონკურსები; ანიმაციურ და ზღაპრის გმირები ბავშვების მხიარულებასა და სახის მოხატვაზე იზრუნებენ.
საბავშო „საოჯახო“ ყვითელ ზონაში მოეწყობა სპორტული და განაჯანსაღებელი კონკურესები პატარებისთის; „სილამაზის“ მალინისფერ ზონაში - ესპანური საბავშვო კოსმეტიკით „იუგავი“ გამოცდილი ვიზაჟისტები პატარებს ვიზაჟს გაუკეთებენ;  „ჯანმრთელობის“ მწვანე ზონაში ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ ლაბორატორიის თანამშრომლები პატარებს დაეხმარებიან სახალისო „ქიმიური ცდების“ ჩატარებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები