| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ტურიზმის სექტორში ზრდის ტრენდი ნარჩუნდება.
2018 წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, 7.8%-ით მეტი ვიდრე შარშან.
საანგარიშო პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.
რაც შეეხება 5 თვის მაჩვენებელს. იანვარი-მაისის თვის მონაცემებით საქართველოში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,533,785 შეადგინა, რაც291,380-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +23.5%)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss