ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლაურა ღაჭავა: Radisson Red-ის მშენებლობას  თამარ ჩერგოლეიშვილი  აფერხებს 
მარიამ მინაძე
6 ივნისი, 2018, 14:49
ლაურა ღაჭავა: Radisson Red-ის   მშენებლობას     თამარ   ჩერგოლეიშვილი   აფერხებს 

თბილისი (GBC) - ბიზნეს ლედი ლაურა ღაჭავა შეფერხებულ Radisson Red-ის მშენებლობაზე საუბრობს.

 მისი ინფორმაციით, სასტუმრო თბილისში, ჭავჭავაძის 23 - ში, რამიშვილისა და ჭავჭავაძის კუთხეში უნდა აშენდეს, თუმცა იმის გამო, რომ გამომცემლობა "ტაბულას"  დამფუძნებლი თამარ ჩერგოლეიშვილი მისი სახლის წინ სასტუმროს მშენებლობას ასაჩივრებს, მშენებლობა შეჩერებულია.

“ჩვენ მაცხოვრებლები უკვე გადაყვანილი გვყავს ქირით, Radisson-ს მომსახურებაში ცალკე თანხას ვუხდით და შესაბამისად, ხარჯები დიდია და საქმე წინ ვერ მიდის”, - აცხადებს ღაჭავა და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად Radisson-თან კონტრაქტის გაწყვეტა არ სურთ, თუმცა კონტრაქტი გაწყდება, თუ სასამართლო მშენებლობის ნებართვას არ მისცემს.

Radisson-თან მოლაპარაკებებს ბიზნესმენი დავით კოდუა სწორედ ახლა მართავს, რაც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ღაჭავა იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები