ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საჩუქარი ზესტაფონს - ჯორჯიან მანგანეზმა  ქალაქს დასუფთავებისთვის  ტექნიკა შეუძინა
18 ივნისი, 2018, 11:23
საჩუქარი ზესტაფონს - ჯორჯიან მანგანეზმა  ქალაქს დასუფთავებისთვის  ტექნიკა შეუძინა

თბილისი (GBC) -  ჯორჯიან მანგანეზმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს HOWO -ს ფირმის, დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეუძინა.

სპეცტექნიკის ძარის ქვეშ განთავსებულია დასუფთავების მბრუნავი მოწყობილობა, რომლითაც ტერიტორია დამატებთი რესურსების გამოყენების გარეშე სუფთავდება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია ყოველთვის მზად არის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ქალაქის მოვლა -პატრონობაში დაეხმაროს.

მისი თქმით, დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენაც სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ზესტაფონის განვითარებაში. აღნიშნული მანქანის გამოყენებით, ქალაქის დასუფთავება კიდევ უფრო გამარტივდება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

საჩუქრისთვის კომპანიას მადლობა გადაუხადა ქალაქის მერმა. 

"ჯორჯიან მანგანეზი" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივი პარტნიორია ყველა პროგრესულ წამოწყებაში და ამ შემთხვევაშიც, ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდით მათ გვერდში ასე დგომისთვის", -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

"ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი ტექნიკის ( HUWO 4X2 Road Sweeping Truck) ღირებულება 103 137 ლარია. აღნიშნული მანქანით ქალაქის დასუფთავება უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები