| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ფინანსისტები კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივებს, ამ რეალობაში, სკეპტიკურად უყურებენ.
„კაპიტალის ბაზრის განვითარება, განმარტების თანახმად, საბანკო ბიზნესთან ინტერესთა კონფლიქტშია“,- ასე აკომენტარებს საინვესტიციო ბანკინგის მუშაობის შესახებ GBC-ის ნიუსს ლევან სურგულაძე (ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
მიაჩნია, რომ „ვიდრე აქ მუსიკას ბანკების უკვეთავენ, განვითარება არ დაიწყება“.
„2009 წლამდე, კაპიტალის ბაზარი მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ეროვნული ბანკის ინიცირებით მოხდა ამერიკელების შექმნილი კანონმდებლობის სრული დეგრადირება საქმეში ჩაუხედავი არაპროფესიონალების მიერ. ერთადერთი გამოსავალი - ყველაფრის თავიდან და სწორად დაწყებაშია. ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი (და არც საბანკო ზედამხედველი...), კომერციული ბანკები უნდა ჩამოშორდნენ ფასიანი ქაღალდები ბაზარს, კანონმდებლობა, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიწეროს ან/და დაუბრუნდეს 2008-2009 წლის მდგომარეობას. სხვაგვარად, ძალიან დიდხანს გვექნება ამგვარი ბუტაფორია (ფასიანი ქაღალდების ბაზრის). თურმე "ბაზარზე ობლიგაციების მყიდველთა დეფიციტია- ნეტა რატომ?“, -კითხულობს ლევან სურგულაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss