| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისა და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაღმავებისთვის თავდაცვის სამინისტროს აქტივობებზე მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
ლევან იზორიას თქმით, წელს, საქართველომ NATO-ს სტანდარტებთან მიახლოება შეძლო: თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ია და ამ ბიუჯეტის 20% მიმართულია აღჭურვილობაზე.
"ამ ფინანსებით შევიძინეთ ყველაზე ეფექტიანი ანტისატანკო სისტემა - "ჯაველინების" სახით და ის უკვე საქართველოშია. ამასთან, ჩვენ განვსაზღვრეთ შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, პირველად, თავდაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში, რომელიც მოიცავს 2019 -2025 წლების პერიოდს და სადაც განსაზღვეულია ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც ანტისატანკო სისტემასთან ერთად, მოიცავს ანტისაჰაერო შესაძლებლობების გაზრდას. განსაკუთრებით, ტაქტიკური ანტისაჰაერო სისტემების უზრუნველყოფას. ამ მიზნით ვიმყოფებოდით აშშ-ში. ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირებები, რომ საქართველო მიიღებს, "ჯაველინებთან" ერთად, უახლეს ანტისაჰაერო სისტემებს - "სტინგერებს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც ცნობილია საქართველოს "ჯაველინების" შეძენა 160 მილიონი დაჯდება. შესყიდვა ორ ტრანშად განხორციელდება, 2018 და 2019 წლებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss