| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თელიანი ველმა საქართველოს საფონდო ბირჟა დატოვა.
მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ბირჟაზე კომპანიის დელისტინგი 20 ივნისიდან შევიდა ძალაში.
„კომპანია საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად გასამმაგდა. ვიწყებთ სტრუქტურულ ცვლილებებს და ვფიქრობთ, ამ პროცესში არ იქნებოდა კომპანიის აქციები ლიკვიდური,“ - განუცხადა თელიანი ველის დირექტორმა შოთა ხობელიამ GBC -ის.
ხობელია სტრუქტურულ ცვლილებებზე მეტ განმარტებას არ აკეთებს, ამბობს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ „თელიანი ველი“ ან ქართულ ან უცხოურ ბირჟა დაბრუნდება. რომელი ქვეყნის ბირჟაზე დაილისტება ქართული კომპანია იმ დროისთვის არსებული კონიუნქტურით გადაწყდება.
„ჯერ დავლაგდებით და მერე შევთავაზებთ ინვესტორებს ჩვენ აქციებს, უფრო კარგ ფასად“, - ამბობს ხობელია.
„თელიანი ველი“ 2017 წლის ზარალით დაასრულა. წლიურმა, მთლიანმა ზარალმა 14.288 მლნ ლარი შეადგინა. უარყოფითი საოპერაციო შედეგები 2017 წელს უკავშირდებოდა ბიზნესის ახალი მიმართულებების წამოწყებას ლუდის და ლიმონათის საწარმოებლად.
კომპანიის 47.97%-ის პირდაპირი მფლობელი სს "საქართველოს კაპიტალია". მსხვილი აქციონერები ასევე არიან: ლიბერთი კონსუმერი, ფაიერბერდ რიპაბლიკს ფონდი, ფაიერბერდ ავრორა ფონდი და ფაიერბედ ფონდი.
საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემებით, „თელიანი ველის” საბაზრო კაპიტალიზაცია 88.4 მლნ ლარი იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss