| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია Stadler საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს.
კომპანიას, თბილისის მერიას და „საქართველოს რკინიგზას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერას წინ შეხვედრა უძღოდა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თბილისის მერის განცხადებით, იგეგმება საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით. ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Stadler -მა საქართველოს რკინიგზას ორსართულიანი მატარებლები მიაწოდა. მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.
„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება“, – განაცხადა Stadler -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პეტერ შპულერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss