ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GM-ის თანადგომით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)
26 ივნისი, 2018, 10:20
GM-ის თანადგომით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)

თბილისი (GBC) - 25 ივნისს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის მოსაპოვებლად,  ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა.

ვაჟებში  პირველი ადგილის მფლობელი გახდა  გიგა ჯანხოთელი (ლენტეხი), ხოლო გოგონებში ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი მოიპოვა ნიცა თვაურმა  (თბილისი).

შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მეკლდეურთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდები (მესტია, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ლენტეხი, სტეფანწმინდა, ნიქოზი).
როგორც მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა განაცხადა, პროგრამაში იყო სახეობა – რთული ცოცვა, დროის დაფიქსირებით.

„კლდეზე ცოცვის ფესტივალზე მრავალგზის ჩემპიონის, ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა. ცნობილი ქართველი მეკლდეური ლერი მიქელაძე ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ღონისძიების დროს. კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მემორიალურ დაფასთან, წელს მეშვიდედ ჩატარდა ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი. სასიხარულოა, რომ წელს პირველად, „ჭიათურმანგანეზმა“ გამოთქვა სურვილი, ფედერაციას გვერდით დადგომოდა და ჭიათურაში სპორტის ეს სახეობა განევითარებინა. დიდი მადლობა მის მმართველს, ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს. ვფიქრობ, წელს ფესტივალი პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანად“, – განაცხადა მირზა ლიპარტელიანმა.

შეჯიბრება, საერთაშორისო წესების მიხედვით, ორ ეტაპად ჩატარდა: კვალიფიკაცია და ფინალი.
ფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები ბიჭებსა და გოგონებში. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ: დიპლომებით, მედლებით, თასებით და სპორტული მაისურებით.

გამარჯვებულებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა.

„ამ ქალაქს აქვს პოტენციალი და რესურსები, რომ სპორტის ეს ურთულესი სახეობა – კლდეზე ცოცვა განავითაროს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს ჭიათურაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები