| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - BMG-ის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა დასახელდება.
ქობულიას, თუკი საქართველოს პრემიერის შეთავაზებას დათანხმდება, მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey -ს დატოვება მოიუწევს.
გიორგი ქობულია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და შემდგომ ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე არის McKinsey -ს გუნდის წევრი და და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევს კონსულტირებას: ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიული სექტორის და ასევე წიაღისეულის მომპოვებელ-გადამმუშავებელ კომპანიებს, რაც მოიცავს მათ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მწყობრი სისტემის დანერგვას და მრავალ სხვა მიმართულებას.
ვიდრე McKinsey-ის შეუერთდებოდა, ქობულია საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიოლოგი იყო. იგი ასევე უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck, Sharp & Dohme-ის მეცნიერ-თანამშრომელიც იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss