ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რა ავიაპარკით ემსახურება Georgian Airways მგზავრებს
19 ივლისი, 2018, 11:24
რა ავიაპარკით ემსახურება Georgian Airways მგზავრებს

თბილისი (GBC) – ავიამწარმოებელი Boeing-ი  მიიჩნევს, რომ მსოფლიო თვითმფრინავების სწრაფი „დაბარების“ ეტაპზე გადავიდა. 

ავიამწარმოებლის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიის გაერთიანებულ პარკში არის 900 ისეთი თვითმფრინავი, რომელიც 25 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული. ამასთან, 25 წლის ასაკს, 2020 წლის შუა რიცხვებიდან, ყოველწლიურად, 500 ლაინერი გადააბიჯებს.

სააგენტო GBC დაინტერესდა რა ავიაპარკით ემსახურება მგზავრებს უმსხვილესი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.

საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიის მონაცემებით (02.07.2018) Georgian Airways-ის ავიაპარკში 9 თვითმფრინავია.

ყველაზე „ახალგაზრდა“ 2008 წელს გამოშვებული Boeing -ია (B 737-7CT), ყველაზე ხანდაზმული 1995 წელს (23 წლის) გამოშვებული თვითმფრინავი - Bombardier (CL-600-2B19 (CRJ))

აღსანიშნავია ისიც, რომ 9-დან 4 თვითმფრინავის ასაკი 10-11 წელია. ამასთან, 4 თვითმფრინავი ავიაკომპანიამ შარშან შეიძინა. 

Georgian Airways-ის ავიაპარკი

ექსპლუატანტი

თვითმფრინავი

გამოშვების წელი

Georgian Airways

B 737-7CT

2008

Georgian Airways

ERJ 190-100

2007

Georgian Airways

ERJ 190-100

2007

Georgian Airways

ERJ 190-100

2007

Georgian Airways

CL-600-2B19 (CRJ)

2005

Georgian Airways

B 737-7BK

2003

Georgian Airways

CL-600-2B19 (CRJ)

2000

Georgian Airways

B 737-76N

1999

Georgian Airways

CL-600-2B19 (CRJ)

1995

 

 

 

წყარო: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

შეგახსენებთ, ბოლო წლებში პირველად,   ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში Georgian Airways –ი  247 485 მგზავრს მოემსახურა, რაც ბაზრის 12% შეადგენს.

რაც შეეხება Boeing -ის პროგნოზებს, კომპანია  მომდევნო 20 წლის განმავლობაში 42 700 თვითმფრინავის რეალიზაციას ვარაუდობს, რაც მწარმოებლებს  6.3 ტრილიონ დოლარს მოუტანს. 

ავიაპარკის მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით Boeing-ი ავიაბაზარს 2037 წლამდე, 15 ტრილიონ დოლარად აფასებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები