| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კავკასუს ონლაინის 47,27% -ის მფლობელ "ნელგადო ლიმიტედში" წილების გადანაწლება მოხდა.
თეიმურაზ არონიას კუთვნილი აქციები დავით ზურაბიშვილის საკუთრებაში გადავა, რომელსაც ჯამში "ნელგადო ლიმიტედის" აქციების 43,5% ექნება. ამავე კომპანიაში 19,5%-ს ფლობს თეიმურაზ არონია, 37%-ს კი ხვიჩა მაქაცარია.
მეწილეები შეიცვლა გასული წლის ივლისის დასაწყისშიც. „კავკასუს ონლაინის“ კაპიტალი 12.238 მილიონი დოლარით, 13 მილიონ დოლარამდე შემცირდა. თანხა მთლიანად ნელგადო ლიმითედმა გაიტანა და კუთვნილი წილიდან 16.53% ION-ს დაუთმო (52,73%).
2017 წლის ზაფხულის მდგომარეობით „ნელგადო ლიმითედის“ აქციონერები იყვნენ: ნექსუს გრუპი, თემურ კობახიძე, ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონია.
შეგახსენებთ, კავკასუს ონლაინის საკუთრებაშია Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება.
შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდება გახდა შესაძლებელი.
2010 წელს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომ"-ის შეძენამ კი, კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ირანსა და ერაყში.
კავკასუს ონლაინი „საქართველოს რკინიგზის ტელეკომის“ (GRT) 100%-იანი წილის მფლობელია, რაც კავკასუს ონლაინის GRT-ის ინფრასტრუქტურაზე სრულ ხელმისაწვდომობას განაპირობებს, რომელიც 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისგან და ობიექტებთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალისგან, ასევე დამოუკიდებელი 600 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისგან შედგება. ორივე მაგისტრალი აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პარტნიორ ქსელებს უკავშირდება ისევე, როგორც ფოთი (საქართველო) - ვარნას (ბულგარეთი) წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს.
შესაბამისად, კავკასუს ონლაინი არის მფლობელი სრულად რეზერვირებული სახმელეთო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურისა საქართველოს მასშტაბით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss