| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩინური ინვესტიციით დაფუძნებული ახალი ავიაკომპანია Myway Airlines -ი ავიაკპარკის გაფართოების გეგმაზე აცხადებს.
გეგმაზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა იგორ აფციაურმა AviaNews -ს განუცხადა.
აფციაურის თქმით, ავიაკომპანიის საკუთრებაშია 2, Boeing-737 ტიპის თვითმფრინავი , რომლის შესაძენად 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატება იგეგმება.
„5 წლის განმავლობაში ყოველ წელს ავიაპარკს მინიმუმ 2 ბორტით შევავსებთ. ჩვენი განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის გვინდა გვყავდეს 10 საჰაერო ხომალდი, თუმცა მეათე ბორტი აუცილებლად იქნება Boeing 777. Boeing 777-ით ფრენების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, რადგანაც დღემდე საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით ასეთი ბორტით რეგულარული რეისი არავის განუხორციელებია. ასე რომ, Myway Airlines-ს დიდი და ამბიციური გეგმები აქვს“, - ამბობს აფციაური.
ამ დროისათვის ავიაკომპანია სამ რეგულარულ რეისს ახორციელებს – თბილისი-ხარკოვი-თბილისი, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი. ასევე იწყებს ფრენებს ევროპის მიმართულებით, რისთვისაც შესაბამისი ლიცენზია უკვე მიღებული აქვს. წელს 5 ევროპული მიმართულების დამატება იგეგმება, ჯამში, წელს Myway Airlines-ი 10 მიმართულებით განახორციელებს ფრენას.
კიდევ ერთი სამიზნე ბაზარი აშშ-ია, თუმცა, როგორც კომპანიის ტოპ-მენეჯერი განმარტავს, მიზნის მისაღწევად Boeing 777-ი და ამერიკული ლიცენზიაა საჭირო, რასაც 2 წელი დასჭირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss