ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აქვა გეომ ბაზარზე ახალი გაზირებულ მინერალური  წყალი გამოიტანა    
31 ივლისი, 2018, 15:24
აქვა გეომ ბაზარზე ახალი გაზირებულ მინერალური  წყალი გამოიტანა     

თბილისი (GBC) - კომპანიამ "აქვა გეო", რომელიც წყალს „სნო“ აწარმოებს, ბაზარზე ახალი გაზირებულ მინერალური  წყალი გამოიტანა.

მენეჯმენტის ცნობით,  კომპანიამ 2018 წლის ივლისში დაასრულა ახალი ქარხნის მშენებლობა ყაზბეგის რაიონ, სოფელ კობში, სადაც უნიკალური თვისებების მინერალური გაზირებული წყლის წარმოება დაიწყო „კობი“-ს ბრენდის ქვეშ.

„საქართველო გვანებივრებს უნიკალური შემადგენლობის მინერალური წყლებით და ამ რესურსის გამოყენება აუცილებელია. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს ასეთი უნიკალური შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი გადავდგით, მომხმარებელს  გაზირებული მინერალური წყლის ახალი ბრენდი „კობი“ შევთავაზეთ. საწარმოს მშენებლობის პროცესი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ დასახულ მიზანს. უნიკალური წყაროს სათავე ზღვის დონიდან 2000მ-ზე მდებარეობს კავკასიონის მთებში, ყაზბეგის რაიონში. იგი აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეგულაციებსა და სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების  უმაღლეს დონეზე წარმართვას“- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ.

„ახალი ბრენდის „კობი“-ს გემოს შექმნის პროექტზე მუშაობდა იტალიელი ტექნოლოგი ალესანდრო კოველი, რომელმაც NESTLE WATERS-ის არაერთი წარმატებული ბრენდი შექმნა. ახალი წყლის კონცეფციაზე კი,  კრეატიულმა სააგენტომ Saatchi & Saatchi -იმ იმუშავა.

მინერალური წყალი „კობი“ 4 ფორმატით იქნება წარმოდგენილი: 0,33ლ და 0,5ლ შუშის და 0,5ლ და 1ლ PET -ის ბოთლებით. „კობის“ შემადგენლობაში შედის ნატრიუმის დაბალი (Na) და კალციუმის მაღალი (Ca) რაოდენობაა. „კობი“ სასარგებლოა ძვალსახსროვანი სისტემისთვის და კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს  სისხლძარღვების შეკუმშვასა და სისხლის მიმოქცევას.

საქართველოს ბაზარზე წარმოდგენის პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექსპორტის მიმართულებითაც.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ „კობი“-ს მინერალური წყლის სასარგებლო თვისებების, შემადგენლობის და უნიკალური გემოს გათვალისწინებით ბრენდის წარმატება არაერთ ქვეყანაში გახდება შესაძლებელი, რადგან ის სწორედ ევროპული პოპულარული წყლების ანალოგია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები