| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Google -ს კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ სივრცეში ხელოვნების სასახლის გალერეაში დაცული ტილო "მაქმანიანი ბიჭუნა“ განათავსა.
ნახატი, რომელიც 1872 წლით არის დათარიღებული , ქვეყნიდან გატანას ხელოვნების სასახლის ძალისხმევის შედეგად გადაურჩა. აღსანიშნავია , რომ ,მსოფლიო შედევრებს შორის მოხვედრილი ნახატის შეძენა , ხელოვნების სასახლესთან დაწყებული მორიგი პროექტის ,,ეროვნული სალაროს „ ფარგლებში მოხდა.
დღეიდან ნახატის ხილვა მუზეუმის გარდა გუგლის კულტურული ინსტიტუტის გვერდზეც შესაძლებელია შესაბამისი ბმულით https://artsandculture.google.com/…/boy-with…/LgFwtRt8sbHxgw
ქვეჩარჩოზე "მაქმანიანი ბიჭუნა“ ტრეტაიკოვის გალერეის საექსპერტო ბიუროს ბეჭედია (ნომრით 347856-21) რაც დასტურია, რომ შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ნამუშევრად აღიარეს. მაგრამ ვერ დაიტოვეს, რადგან მისი შეძენა და დაბრუნება სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიასა და ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების“ ფონდის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ ,რომ ერთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში ხელოვნების სასახლის, ხელოვნებათმცოდნეებისა და ექსპერტების შერჩევისა და შესწავლის შემდეგ ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა “ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში შეიძინა სასახლის ფონდისთვის. აღნიშნული კოლექციის გამოფენა , სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შედგა. მუზეუმის სტუმრებმა ძვირფასი რარირიტეტული ნივთები სასახლეში, გამოფენა ,,საჩუქარი საქართველოს ფარგლებში" იხილეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss