| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფი იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის პროექტში ერთვება.
ქართველი სპეციალისტები უახლოესი ტიპის COMET ექსპერიმენტის უდიდესი სუბდეტექტორის კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებას და ორმხრივი ხელშეკრულების (MoU) გაფორმებას გეგმავენ.
იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორს, COMET ექსპერიმენტის მენეჯერს, სატოში მიხარა და KEK -ის წარმომადგენელს, მინამი იამაზაკი-ონოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდა.
„ტექნიკურ უნივერსიტეტს და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას აქვთ მზაობა, ერთად იმუშაონ უახლოესი ტიპის COMET ექსპერიმენტის უდიდესი სუბდეტექტორის კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) შექმნაში, რომელიც არის მთელი ექსპერიმენტული პროგრამის უმაღლესი პრიორიტეტული ამოცანა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ COMET კოლაბორაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფს დააკისრა CRV დეტექტორების კოორდინაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის კვალიფიკაციის აღიარებაზე მიუთითებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ქართველი ფიზიკოსები ზვიად წამალაიძე და დავით ლომიძე.
იაპონელი მეცნიერები სამუშაო ვიზიტად იმყოფებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იაპონიის ორი უდიდესი სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციის - KEK -ისა და იაპონიის ატომური ენერგიის სააგენტოს - JAEA -ს მიერ 2002-2010 წლებში შეიქმნა იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრი - JPARC, რომლის ექსპერიმენტებშიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და ინჟინრები.
ასევე, დეტალურად განიხილება KEK-სა და სტუს-ს შორის (GTU – KEK_SOKENDAI) ორმაგი ხარისხის მინიჭების შესახებ მემორანდუმის გაფორმება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss