ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აგვისტოს ბოლოდან ბათუმს 15 ახალი ავტობუსი მოემსახურება
17 აგვისტო, 2018, 08:21
 აგვისტოს ბოლოდან ბათუმს 15 ახალი ავტობუსი მოემსახურება

თბილისი (GBC) - აგვისტოს ბოლოდან ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება.

"ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსები უკვე ბათუმის მიმართულებით მოემართებიან.

როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, საწყის ეტაპზე ქალაქს 15 ერთეული ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 35-მდე გაიზრდება.

ახალი ავტობუსები ბათუმის მუნიციპალიტეტმა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით შეიძინა. 

"ევრობანკმა" საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.

ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში.

ახალი ავტობუსები 60 ადამიანზე (ჯდომით და დგომით) იქნება გათვლილი, აღჭურვილია GPS სისტემით, კონდენციონერით და ადაპტირებული არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს. რაც შეეხება მგზავრობის საფასურის გადახდის წესებს, უკვე დაინერგა უკონტაქტო გადახდის გაუმჯობესებული სისტემა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები