| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საფონდო ბირჟა (სსბ) ემიტენტებს კარგავს. სსბ-ის ინფორმაციით, კომპანიების გარბიან. სისტემაში მხოლოდ 52 სააქციო საზოგადოების აქციები რჩება დალისტული.
ბროკერების ინფორმაციით, ემიტენტები ახალმა რეგულაციებმა დააფრთხო. საბუღალტრო აღრიცხვის ახალი სტანდარტით, აუდირებული ანგარიშის მომზადება $ 20 000 ჯდება, აუდიტის უგულისყურობაზე რომ აღარაფერი ითქვას, რომლებიც დაკვეთაზე უმეტესად უარს ამბობენ. მიზეზად კი მოუცლელობას ასახელებენ.
საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი - GSX 154 ნიშნულამდეა დაცემული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი -131 ივნისში აღინიშნა.
ინდექსი საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებული 10 კომპანიის აქციებით ვაჭრობის მიხედვით ყოველდღიურად ანგარიშდება, თუმცა ამ დროისთვის თავის დატვირთვას ვეერ პასუხობს, რადგან 10 ემიტენტიდან ზოგი ბირჟიდან უკვე წასულია და დარჩენილებიც დელისტინგისთვის ემზადებიან.
ინდექსირებული კომპანიებია: სს "ლიბერთი ბანკი" (სალისტინგო კოდი -BANK), სს"საქართველოსბანკი" (GEB), "გაერთიანებული ტელეკომი" (UTC), სს "კავკასიიის ენერგია და ინფრასტრუქტურა" (NRGY), "ლიბერთი ქონსუმერი" (CTC),"სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა" (TSIF), სს "თელასი" (AEST), სს "სარაჯიშვილი" (ENIS), "ვითიბი ბანკი ჯორჯია" (UGB), "თელიანი ველი" (WINE).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss