ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ბიზნესმენები, რომლებიც მარიხუანამ მილიონერებად და მილიარდერებად აქცია
მარიამ მინაძე
21 სექტემბერი, 2018, 17:54
ბიზნესმენები, რომლებიც მარიხუანამ მილიონერებად და მილიარდერებად აქცია

თბილისი (GBC)  - ამ კვირაში ლეგალური კანაფის მწარმოებელი კომპანიების აქციები მკვეთრმა ზრდამ რამდენიმე ბიზნესმენი მილიონერებად და მილიარდერებად აქცია.

ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო  მაგალითია კანადური Tilray Inc., რომლის აქციების ფასი  ივლისის საჯარო შეთავაზებიდან,  13-ჯერ   გაიზარდა.  

ახლა კი ეს „მარიხუანას კაცები“ მილიონები ღირს - ფურცელზე მაინც. თუმცა, სექტორის აქციების არასტაბილურობის გათვალისწინებით, მათი მომავალი შესაძლოა მალე დასრულდეს - წერს Bloomberg-ი.

თვალი გადავავლოთ ვინ არიან ამ სექტორში ასე სწრაფად გამდიდრებული ბიზნესმენები.

კანადური Tilray -ის უკან  46 წლის ბრენდან კენედი, ასევე მაიკლ ბლუ და კრისტიან გროჰი დგანან (მათი ასაკი უცნობია). ისინი ახლა მილიარდელები არიან. რაც შეეხება კომპანიის აქციებს, ის 7.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ხოლო თითოეული თანაბარ წილს ფლობს 2.4 მილიარდის ოდენობით.

სექტორში ასევე წარმატებული პიროვნებაა 52 წლის ბრიუს ლინტონი, რომელიც Canopy Growth Corp.,-ის CEO-ა. კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწების მფლობელია, რომელიც დაფუძნდა ყოფილი შოკოლადის ქარხნის Hershey-ს ადგილზე, ონტარიოში. მისი აქციები $142.6 მილიონადაა შეფასებული.

54 წლის ტერი ბუტი Aurora Cannabis Inc.-ის გენერალური დირექტორია.  მისი აქციები შეფასებულია $95.1 მილიონად. ის სკოლის პერიოდში მარიხუანას თავის მეგობრებზე ყიდდა. წლის  დასაწყისში მისმა კომპანიამ ყველაზე მეტი წილი მოიპოვა ინდუსტრიაში, CanniMed Therapeutics-ის შეძენით.

მილიონერია 47 წლის ჯონ შერვინიც,  Aphria Inc.-ის თანადამფუძნებელი. მისი აქციები $144 მილიონადაა შეფასებული. ის მარიხუანას ბიზნესში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ოჯახური  „მწვანე სახლის“ ბიზნესი დატოვა, სადაც პომიდვრებს და წიწაკებს ყიდდნენ. კომპანია ერთ-ერთი პირველი მარიხუანას მწარმოებელი იყო, ვინც პროდუქციას საჯარო რეალიზაციას უწევდა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები