ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსის  ახალი შეთავაზება
2 ოქტომბერი, 2018, 10:57
თეგეტა მოტორსის  ახალი შეთავაზება

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს.

ამჯერად, აქციაა  პრემიუმ კლასის Shell -ის ბრენდის ძრავის ზეთზე.

აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ყოველი 4  ან მეტი ლიტრი  Shell-ის ბრენდ საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადაეცემა 1 ლიტრი იგივე ტიპის ზეთი,  აქცია ვრცელდება  Shell Helix Ultra-ს, HX8 (5W30, 5W40) და HX7 (5W30, 5W40) მსუბუქი ავტომობილის ძრავის ზეთებზე.

ამასთანავე 30%-მდე გარანტირებული თანხა, ქულების სახით მათ დაერიცხებათ „თეგეტა ქარდზე“.

აქცია მოქმედებს  12 ოქტომბრის  ჩათვლით როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„Shell არის ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მომწოდებელი კომპანია, რომელიც  100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის ზეთი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე მეცხრე წელია დასახელებულია ნომერ პირველ ბრენდად მსოფლიო მასშტაბით. მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან“, - აცხადებენ თეგეტა მოტორსში.

Shell-ის  საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის,  მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“  Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარი წარმომადგენლობა უცხო ქვეყანაში გახსნა. კომპანია 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები