| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო ოპერაციების დაწყებას გეგმავს.
კომპანიამ შვეიცარიაში უკვე დააფუძნა შვილობილი GOGC TRADING-ი , რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობით და სხვადასხვა ნავთობპროდუქტით ვაჭრობა უნდა დაიწყოს. ასევე უზრუნველყოს ნავთობის ტრანსპორტირების ლოგისტიკა.
„ამ ეტაპისთვის სავაჭრო საქმიანობა კომპანიას დაწყებული ჯერ არ აქვს. GOGC TRADING SA ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მიმდინარეობს რიგი ფუქნციების ფორმირება და მოლაპარაკებები/კონსულტაციები სამომავლო სავაჭრო-საფინანსო პარტნიორებთან“, - განუცხადეს GBC- ის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.
ამ ეტაპზე GOGC TRADING -ის კონსულტანტია შვეიცარიაში ერთ- ერთი ყველაზე დიდი, სავაჭრო- საფინანსო სერვისის მიმწოდებელი SCCF.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას და გრძელვადიან ზრდას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss