| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩინური კაპიტალით დაფუძნებული ავიაკომპანია MyWay Airlines -ს ახალი მაჟორიტარი მეწილე ჰყავს.
კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი, ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური გახდა.
49%-ის მფლობელი GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD -ის საკუთრებაში რჩება.
ავიაციის ბაზრის ექსპერტები GBC- სთან ამბობენ, რომ გარიგებით, MyWay Airlines-ი ქართულ ავიაკომპანიად პოზიციონირებას უფრო დამაჯერებლად შეძლებს, რაც თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების მეტ შესაძლებლობას იძლევა.
MyWay Airlines -მა ბაზარზე ოპერირება 2 თვითმფრინავით დაიწყო, რაშიც 50 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. არსებული გეგმით, 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატება იგეგმება.
განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის კი, ავიაკომპანიას 10 საჰაერო ხომალდი უნდა ჰყავდეს.
დაახლოებით 2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ “Myway Airlines” ევროპის რამოდნიმე მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები შესრულდება რომის, დიუსელდორფის, ბუდაპეშტის, ათენის და მიუნხენის მიმართულებით.
ავიაკომპანია 4-მდე ზრდის ფრენის სიხშირეს თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე. დაფრინავს კიევის და ხარკოვის მიმართულებით.
რაც შეეხება იგორ აფციაურს, ის გასულ წლებში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იყო. იყო Qatar Airways - ის უფროსი ანალიტიკოსი. მისი მამა დავით აფციაური ჩინეთში საქართველოს ელჩია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss