| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - I ტურის წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ მოპოვებულ ხმებს შორის სხვაობა 1%-ზე ნაკლებია.
ვნახოთ რა ქონებას ფლობენ საპრეზიდენტო კანდიდატები, რომელთაგან ერთ-ერთს რეალური შანსი აქვთ საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტი გახდეს.
გრიგოლ ვაშაძის, ბოლო დეკლარაცია 2012 წლის მაისით თარიღდება. იმ პერიოდისთვის მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხებოდა. უძრავ ქონებას ფლობდა მისი მეუღლე, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი. კერძოდ, ნინო ანანიაშვილი ფლობდა: 1000 კვ.მ სახლს თბილისი, მეტეხის აღმ 6 -ში, 140 კვ. მ ბინას მოსკოვში, კოტელნიჩესკაია ვკ, 137 -ში, ასევე 97.7 კვ.მ ბინას თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩა ბინა 6-ში და 1100 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს წინანდალში.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს. ბოლო დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, BGEO GROUP ( საქართველოს ბანკის ჯგუფი) აქციონერია, თუმცა მოკრძალებული წილით.
ექს-საგარეო საქმეთა მინისტრს უმსხვილეს საბანკო-საინვესტიციო ჯგუფში 35 აქციას ფლობდა, თუმცა ჰოლდინგის გაყოფის შემდეგ როგორია მისი აქციების პორტფელი უცნობია.
ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული BGEO GROUP-ის შვილობილის, „თელიანი ველის“ აქციებიც. სულ დეპუტატის ხელში 1212 აქციაა, კომპანიის მიერ განთავსებული 452,261,398 აქციიდან. თითო აქციის ფასი კი, 0.17 ლარს შეადგენს.
სალომე ზურაბიშვილის აქტივებში ასევე იძებნება ბინები პარიზსა და თბილისში, ავტომობილი Hyundai 2012 და 50 000 დოლარიანი დანაზოგი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss