| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სილქნეტმა ჯეოსელის შერწყმა დაასრულა.
8 ოქტომბერს დაწყებული პროცესი 1 ნოემბერს დასრულდა. შედეგად, საკომუნიკაციო ბაზრის 2 წამყვანი ბრენდი უკვე 1 კომპანიად არის გაერთიანებული.
21 სექტემბერს სილქნეტმა რებრენდინგიც დაიწყო. სილქნეტი გაერთიანებული კომპანიის მთავარი ბრენდია, ჯეოსელი კი უცვლელი სახელით მის მობილურ მიმართულებას წარმოადგენს. თუმცა, შეიცვლა მისი ლოგო.
„ერთად მიიღე ყოველდღიური ტექნოლოგიების სრული სპექტრი და შეუფერხებლად აკეთე რაც გინდა“ - კომპანიის ცნობით, ამ დაპირებას განახლებული ბრენდის მომხმარებელი სულ მალე, ახალი პროდუქტის მეშვეობით გამოცდის.
კომპანია „სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ შეძენის შემდეგ პირველი ფინანსური ანგარიშიც წარადგინა.
2018 წლის 6 თვის მონაცემებით, გაერთიანებული კომპანიის საოპერაციო მოგება 47.4 მლნ ლარს აღემატებოდა (2017 წ- 21.9 მლნ), მოგება 27.75 მლნ ლარია (2017 წ. – 17.6 მლმ)
კომპანია „სილქნეტმა“ მობილური ოპერატორი „ჯეოსელი“ გაზაფხულზე 153 მლნ დოლარად შეიძინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss