ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ევროპულ სკოლაში  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ი გაიხსნა
6 ნოემბერი, 2018, 18:10
ევროპულ სკოლაში  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ი გაიხსნა

თბილისი (GBC) - ევროპულ სკოლაში  უახლესი ტექნოლოგიების ციფრული სამრეწველო აპარატურით აღჭურვილი ინოვაციების ლაბორატორია - FabLab გაიხსნა.

FabLab-ის არსებობა ევროპული სკოლის სივრცეში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება თანამედროვე ტექნოლოგიებთან და აღიჭურვონ ცოდნით, რომელსაც გამოიყენებენ საქართველოში საერთაშორისო დონის ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.

ევროპული სკოლის მიზანია სასწავლო პროცესში სრულიად ახალი პრინციპების დანერგვა, რომლებიც მიმართულია STEAM (Science, Technology, Arts, Engineering and Mathematics) განათლების, მომავლის პროფესიების სწავლების, 21-ე საუკუნის და მეწარმეული უნარების განვითარებაზე.

მოდერნიზაციის პროცესში ევროპულმა სკოლამ განახორციელა როგორც ინოვაციური ინფრასტრუქტურის ფორმირება, ასევე დანერგა ახალი პროგრამები და მეთოდები.

1-დან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლაში დაინერგა მომავლის პროფესიების სწავლების პროგრამები, რომლებიც ყველაზე მოწინავე მაღალტექნოლოგიური ცოდნის გადაცემას უზრუნველყოფს ბავშვებისათვის. ინდუსტრიულ რობოტოტექნიკასთან, 3D მოდელირებასთან და ბეჭდვასთან, მიკროელექტრონიკასთან და პროგრამირებასთან შეხება ადრეული ასაკიდან იქნება შესაძლებელი.

ახალი საგნების ბავშვებისათვის მიწოდება მოწინავე მეთოდოლოგიით - PBL - ით ( პროექტებზე დამყარებული სწავლებით) ხორციელდება. PBL მეთოდიკა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეებმა რეალურ პრობლემებზე მუშაობის დროს მიიღონ ცოდნა.

მაღალ კლასებში დაინერგა მეწარმეობის სწავლება, სადაც პროექტების რეალური აქსელერაცია და უკვე  სტარტაპების ფორმაში ბაზარზე გასვლა იქნება უზრუნველყოფილი.

უკვე 10 წელზე მეტია, რაც ევროპული სკოლა მის მოსწავლეებს აწვდის იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მუდმივად განვითარებად მსოფლიოში წარმატებების მისაღწევადაა აუცილებელი. ევროპული სკოლა საქართველოში 2007 წელს დაარსდა და არის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) ერთადერთი წევრი სკოლა საქართველოში. სკოლაში ამჟამად განათლებას იღებს 33 ეროვნების 900-მდე მოსწავლე ქართული, საერთაშორისო ბაკალავრიატისა (IB) და ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამებში.

სკოლის ინოვაციური ტრანსფორმაციის პროცესი Future Laboratory-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები