თბილისი (GBC) - საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air France საქართველოს ბაზარზე შემოდის.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი ტავ ჯორჯიას ცნობით, მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიასთან უკვე ბოლო ეტაპზეა.
Air France თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების სავარაუდოდ, 2019 წლის აპრილიდან დაიწყებს.
დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.
Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.




















Facebook
Twitter
Rss