ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
საქართველო თურქული საფრთხეების წნეხშია
ნინო შუბითიძე
13 ნოემბერი, 2018, 16:05
საქართველო  თურქული საფრთხეების წნეხშია

თბილისი (GBC) – თურქეთის  25%-იანი ინფლაცია და რეფინანსირების 24%-იანი განაკვეთი გარდაუვალი ზრდის პერსპექტივით-   რას უქადის სამეზობლოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკას,  ბანკირებს პროგნოზირება უჭირს.

G&T-ის საინვესტიციო ბანკირმა, გოგა მელიქიძემ  თურქეთის გადაწყვეტილების შესახებ, შიდა ობლიგაციების ემისიის  კალენდრის გადავადებაზე,  „საქმიან დილაში“ (TV პირველი) განაცხადა.

საფონდო ბაზარზე ოქტომბრის დაბნეულობის შემდეგ, ანალიტიკოსები რომ ვერ  ხსნიდნენ რატომ არ უჩანდა BullMarket-ს ბოლო,  ნოემბერში ბევრი რამ გაირკვა. ევროზონაში მე-3 კვარტლის მეჩვენებელი  გამოქვეყნდა 1 %-ული პუნქტით, 0,6% -მდე შემცირებული პროგნოზით. ზონა იტალიის წნეხშია, საბიუჯეტო დეფიციტის გამო (როგორც იცით მმართველი გუნდის არგუმენტი გადასახადების შემცირების საარჩევნო დაპირებაა). ეკონომიკურ ზრდას სავაჭრო რეჟიმების გამო შექმნილი დაძაბულობა აბუნდოვნებს.

ევროინდექსებიდან (stoxx 600. dax ...) ყველაზე დაცემული -10%Y.Y  dax -ია, რომელიც მხოლოდ   -20%-იან ჩინეთის ინდექსს უსწრებს. თუმცა  სამაგიეროდ ჩინეთი კარგად პოზიციონირებს ექსპორტით +20%.  გერმანიაზე უკეთესი პერფორმანსი აქვს განვითარებად ქვეყნებს -1.5%;-2% (Y.Y). გასათვალისწინებელია, რომ მათ  თურქეთიც აწვება.

საფონდო ბაზარი მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზეა  გამწვანებული. ამერიკული ინდექსების  ( Dow Jones;  S&P 500...) +5%, +10% (Y.Y) გარდა ყველა, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის, შემცირებულია.

ბაზარი  განაკვეთების ზრდის მოლოდინშია. გასულ  კვირას FED-მა განაკვეთი  არ გაზარდა, მაგრამ  ზრდა გარდაუვალია,  მპკ-ის 1  სხდომა წელს დეკემბერში, რამდენიმე კი 2019 წელს არის ჩანიშნული.

ანალიტიკოსი ნავთობის  რადიკალური შემობრუნების ტრენდზეც ამახვილებს ყურადღებას  4-წლუნი მაქსიმუმის შემდეგ 2-3 კვირაში  ღირებულების 20% დაკარგა და გამინუსდა.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები