ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართულმა კომპანიებმა 20 მილიონის საექსპორტო კონტრაქტები მოიპოვეს
ფოტო: Forbes.ge
16 ნოემბერი, 2018, 11:49
ქართულმა კომპანიებმა 20 მილიონის საექსპორტო კონტრაქტები მოიპოვეს

თბილისი (GBC) - ქართულმა  კომპანიებმა  ჩინეთში 20 მლნ დოლარის პროდუქციის იმპორტის ხელშეკრულებები მოიპოვეს, - წარმატებულ სავაჭრო შეთანხმებებზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს.

პარნიორების მოძიება ქართველმა მწარმოებლებმა 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე შეძლეს. ღონისძიებაში 52 ქართული კომპანია მონაწილეობდა.

მიღწეული შედეგები ასეთია:

ჩინეთში ექსპორტს იწყებს კომპანიისგეფერინი , რომლის პროდუქციაზე (ჩანთები, სადულეები, ფეხსაცმელი და.ა.შ.) ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. აღსანიშნავია, რომ 2 მნიშვნელოვან ონლაინ საიტზე დაიდება მათი პროდუქცია, მათ შორის KAOLA.COM (მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციისთვის) ,რომელიც ძალიან კარგი პლატფორმაა ზემოაღნიშნული პროდუქციის გასაყიდად. 10 ქსელური მაღაზია დაინტერესდა გეფერინის პროდუქციით თავიანთ სავაჭრო ქსელში განთავსებით, ამასთანავე,  მაღაზიის გახსნაზეც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკების წარმატებულად დასრულების შემთხვევაში მაღაზია გაიხსნება შონგშენის პროვინციაში. უკვე გაფორმდა  10 000 ცალი სხვადასხვა ტიპის საქონლის გაყიდვის ხელშეკრულება.

კომპანიისელსელემა“ წარმომადგენლები გამოფენაზე შეხვდნენ  დანიურ კომპანიას, რომელიც აუთსორსზე გაიტანს გარკვეული საქონლის შეკერვას და ელსელემა დაუმზადებს პროდუქციას. ადგილობრივმა კომპანიამ შეთავაზა მაღაზიის გახსნა ჩინეთში. აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ქართული ლუდის კომპანიამ რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან, რომლის თანახმადაც კომპანიები 2019 წელს შეისყიდიან რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს.

კომპანიამკახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ბიზნესკავშირები დაამყარა იაპონურ კომპანიასთან, რომლის თანახმადაც დიდი რაოდენობით ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში განხორციელდება.

კომპანიამბარამბო ერთ-ერთ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ადგილზე 118 სავაჭრო წერტილის მფლობელია, ხელი მოაწერა  1 მილიონი დოლარის ღირებულების მემორანდუმს, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი წლიდან ჩინეთში  ერთ-ერთი პროვინცია, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში მომხმარებელს მიაწვდის ბარამბოს ტკბილეულს. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე - მეორე სერიოზულ რითეილ-კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია „ბარამბო“-ს პროდუქციით.

ამასთანავე, ქართული სერვისების კუთხით იყო ძალიან დიდი ინტერესი. მაგალითისთვის - კომპანიისტაბლა“ სერვისით დაინტერესდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ დიდ რესტორნების ქსელთათ „Harvest Festiva” რომელსაც მხოლოდ შანხაიში 100 რესტორანი აქვს.

„ ეს არ არის საბოლოო შედეგები და ციფრები, რადგან ბევრი კომპანია ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან”, - აცხადებენ სააგენტოში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები