ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ     
16 ნოემბერი, 2018, 13:27
თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ       

 

თბილისი (GBC) - საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ვარდნის და უხვი ნალექის გამო თეგეტა მოტორსი  დამატებით სამუშაო დღეზე აცხადებს. 

კომპანიის ცნობით,  „თეგეტას“ ფილიალები დამატებით იმუშავებენ კვირა დღეს, 18 და 25 ნოემბერს, 09:30 – 16:00 საათამდე.

აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით, თბილისი - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5; დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქუჩა, მიონის მოპირდაპირე მხარეს; უნივერსიტეტის ქ. №6; ვარკეთილი, ლაღიძის ქ. №7; კახეთის გზატკეცილი №15; დიღმის მასივი, VI კვარტალი, №22; თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან); მარნეული - 26 მაისის ქუჩა; გორი - შინდისის გზატკეცილი №2; ახალციხე - თამარაშვილის ქ. №67; ქუთაისი - ახალგაზრდობის გამზირი №102; ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალთან).

კვირას მომხმარებელი შეძლებს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: ზეთის შეცვლა ძრავში, საბურავის დაშლა/აწყობა/ბალანსირება, სავალი ნაწილის შეკეთება, თვლების შეყრის კორექტირება და აკუმულატორის შეცვლა.

„თეგეტა“ ასევე გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად, აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები