| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფოთის პორტი საკონტეინერო გადაზიდვების ზრდაზე აცხადებს.
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურში 263,250 TEU კონტეინერი გადამუშავდა, რაც 14,8%-ით მეტია წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით (229,350 TEU, 2017 წელი).
“ტვირთბრუნვის ზრდა ძირითადად მიეწერება - ნავთობის ფასის ზრდამ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საშუალება მისცა, რამაც, შესაბამისად, სხვა ტიპის კომერციული გარიგებების ზრდა გამოიწვია. ამასთან ერთად, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციამ გარკვეული ტვირთების სახმელეთო სექტორიდან საზღვაო მარშრუტებზე გადასვლა გამოიწვია“, - აღნიშნავენ პორტში.
დროის აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა კომპანიებთად ერთად, ზრდა ჰქონდა მაერსკის ხაზსაც.
„2018 წლის პირველ 9 თვეში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა ბევრად მეტად ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით წინა წლის ბოლოს. საქართველოს ნავსადგურები ძირითადად ემსახურება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ამ სამი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 3,3% იყო და ვვარაუდობდით, რომ ჩვენი ტვირთბრუნვა დაახლოებით 5%-ით გაიზრდებოდა. პირველ 9 თვეში დაფიქსირდა შესაბამისი ქვეყნების უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რამაც შესაბამისად გამოიწვია საკონტეინერო ბაზრის მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 15%-ით გაზრდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახლა უფრო მეტ ფულს ხარჯავენ იმპორტირებულ საქონელზე (მანქანები, ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, საკვები და ა.შ), რომელიც ძირითადად აზიიდან და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან შემოდის.“ - აცხადებს მაერსკ ლაინის ხელმძღვანელი საქართველოში ირაკლი კანდელაკი.
წელს ფოთის პორტში გადამუშავებული კონტეინერებიდან 9,6% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის.
2018 წლის 9 თვეში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გადაამუშავა 4 მილიონ 700 ათასი ტონა ტვირთი.
მიმდინარე წლის მონაცემებით ფოთის პორტში ტვირთების 31,4% იმპორტზე მოდის, 23,2% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 45,4%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss