ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კრაკოვი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
21 ნოემბერი, 2018, 15:42
კრაკოვი - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

თბილისი (GBC) - ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე აცხადებს.

2019 წლის 18 სექტემბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით შესრულდება.

ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება იქნება, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნება შესაძლებელი.  

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ახალი ევროპული მიმართულებების დამატებაზე  უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციების მორიგი რაუნდი წარმატებით დასრულდა. ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

,,ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები ამჟამად 14 ქვეყნის 21 მიმართულებით სრულდება. აქედან პოლონეთის სამი ქალაქია. 2019 წლიდან ჩვენი აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები პოლონეთის კიდევ ორ ქალაქში შესრულდება: აპრილიდან გდანსკის მიმართულებით, ხოლო სექტემბრიდან - პოლონეთის ძველ დედაქალაქ კრაკოვში,-‘’აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.

ბილეთების შეძენა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი ვებგვერდზე www.wizzair.com

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები