ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
როსნეფტის ქართული  ბიზნესი შემოსავლის 0.5 მილიარდამდე გაზრდას უმიზნებს
27 ნოემბერი, 2018, 16:44
როსნეფტის ქართული    ბიზნესი შემოსავლის    0.5 მილიარდამდე   გაზრდას უმიზნებს

თბილისი (GBC) – ჯგუფი „სან პეტროლიუმ  ჯორჯია“, რომელიც რუსული „როსნეფტის“ და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კომპანიაა, 2019 წელს შემოსავლების 0.5 მილიარდამდე გაზრდას უმიზნებს. ბიზნეს-გეგმის მიხედვით, მომავალი წლის სრული შემოსავალი 16.4 მილიონზე მეტი იქნება.

ამ მაჩვენებლის მიღწევამდე კომპანიამ 2017 წლის ფინანსური შედეგი გაასაჯაროვა და  წლიური შემოსავალის 81.4 მილიონით  354.4 მლნ ლარამდე ზრდაზე განაცხადა. წლიური მოგება კი, 8.5-ჯერ არის გაზრდილი და 10.79 მილიონს აჭარბებს.

2017 წლის ბოლოსთვის ჯგუფი ფლობდა 4 ნავთობბაზას, 147 ავტოგასამართ სადგურს (ნაწილი იჯარით აღებულია) და 4 გაზგასამართ სადგურს. ავტოგასამართი სადგურები “გალფის” და „G- ეკონომის“ ბრენდით ფუნქციონირებს.

კომპანია ფლობს 100%-იან წილს შპს „სან სთორზში“, რომელიც, თავის მხრივ, ოპერირებს მცირე ზომის მაღაზიების ქსელს [43 ობიექტი],  კომპანია, ასევე, ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში, რომლებიც, თავის მხრივ, ფლობენ ავტოგასამართ სადგურებს და მათი ეკონომიკური საქმიანობაა ქონების იჯარით გაცემა.

„სან პეტროლიუმ  ჯორჯიას“ მფლობელია აშშ-ში რეგისტრირებული „ენერჯი ინვესტმენტ ვენჩერ ჰოლდინგსი“.  ჯგუფის საბოლოო მფლობელები არიან სს „როსნეფტი“ და დავით იაკობაშვილი, 49% და 38%, შესაბამისად. დანარჩენ წილებს ფლობს სხვა სამი ფიზიკური პირი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები