ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სად უნდა გადაამოწმოთ  შეგეხებათ თუ არა ვალის ჩამოწერა
10 დეკემბერი, 2018, 15:01
სად უნდა გადაამოწმოთ  შეგეხებათ თუ არა ვალის ჩამოწერა

თბილისი (GBC) – ვალის ჩამოწერაზე პირველად საქართველოს ბანკის, თიბისის და ლიბერთის  მსესხებელი გაიგებს. საიტზე პირველად  სწორეს ამ სამი ბანკის ბაზები აიტვირთება.

ახალი ვებგვერდი www.vali.ge ,სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს დღეს,  18:00 საათზე გაეშვება.

 „ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარებს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ბაზზები ყოველდღიურად განახლდება.

„ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება.  15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობა, რომ ამ ინიციატივისთვის ჩრდილი მიეყენებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები. ამ წესების დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა.  ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე თვეა აქტიურად ვმუშაობთ. გადასადგმელი გვაქვს ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის წინ- ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, საუბარია თითქმის 600 000 ადამიანზე, შეძლებს, 2019 წელს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ შავ სიაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები